მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნარჩენების შესაგროვებელი სპეცტექნიკა გადაეცა - გამოყენებული იქნება „ზარის პრინციპით“ შეგროვების მეთოდი

61acb8e7e0a29
BM.GE
05.12.21 17:32
836
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები გადასცა.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიძინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს, სულ გადაეცათ 8 ნაგავმზიდი, 4 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 800 კონტეინერი (4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 500 კონტეინერი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს; 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 300 კონტეინერი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტს).

ახალი ტექნიკის საშუალებით, მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურება კი, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი მაცხოვრებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი. გამოყენებული იქნება როგორც ნარჩენების შეგროვების როგორც კონტეინერული მეთოდი, ისე „ზარის პრინციპით“ შეგროვების მეთოდი - მაღალმთიანი სოფლებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები