მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Land Rover-ის "ბრილიანტი" - Defender Summer Drive

მკაცრი, ძლიერი და მდიდრული – ასე შეფასდა უახლესი მოდელი, რომელიც DEFENDER HOUSE OF BRAND-ის პირველი სპეციალური გამოშვებაა. ის ყველაზე მძლავრი Defender-ია, რაც კი ოდესმე გამოსულა. შემთხვევითი არ არის მისი სახელწოდებაც. OCTA ბრილიანტის ერთ-ერთი სახეობიდან, Octahedron-იდან მომდინარეობს და ხაზს უსვამს მის იშვიათობასა და მიმზიდველობას.

საუბარი გვაქვს Land rover ის ოჯახის ახალ წევრზე, რომლის პრეზენტაციაც დუბაიში შედგა. Defender Summer Drive ის მონაწილეებს 2024 წელს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდათ და ამ ღირსშესანიშნავი ამბის მონაწილე ბექა ბაციკაძეც იყო. დუბაიში წასვლამდე არც ბექამ და არც ათეულობით ქვეყნის ჟურნალისტმა არ იცოდნენ, რომ წლევანდელი ღონისძიების მთავარი ამბავი "ოქტას" პრეზენტაცია იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები