მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი 2025 წელს - რომელ ვალუტებთან გამყარდა და გაუფასურდა ეროვნული ვალუტა?

ფულადი გზავნილები

2025 წელს ლარმა გაცვლითი კურსის სტაბილურობა შეინარჩუნა და მეტიც - აშშ დოლართან მიმართებით 4%-ით, ანუ 11.75 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარი 2.6963 ლარი ღირს. თუმცა, დოლარისგან განსხვავებით, ლარი მთელი 7%-ით, ანუ 23.5 თეთრით გაუფასურდა ევროსთან (კურსი 3.1646 ლარი), რაც თავის მხრივ ევროს გამყარებასთან არის დაკავშირებული, რადგანაც თუკი გასულ წელს ერთი ევრო 1.05 დოლარი ღირდა, ამჟამად ევროს ღირებულება 1.19 დოლარს შეადგენს, დოლარი კი ძირითად ვალუტებთან მიმართებით პირიქით გაუფასურდა. წელს ლარი 9.4 თეთრით, 3.62 ლარამდე გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რაც 3%-იანი გაუფასურებაა.

ლარი 27%-ით გამყარდა წელს თურქულ ლირასთან, რის შედეგადაც ერთი ლირას ღირებულება 6.28 თეთრს შეადგენს. აღნიშნული გამყარება მეტწილად თავად ლირას რეკორდული გაუფასურებით არის განპირობებული. პირიქით, 22%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა რუსულ რუბლთან, შედეგად 100 რუსული რუბლის ღირებულება 73 თეთრით გაიზარდა და 3.31 ლარს შეადგენს.

აზერბაიჯანულ მანათთან ლარი 4%-ით გამყარდა, სომხურ დრამთან კი გამყარებამ 1% შეადგინა. რაც შეეხება აზიურ ვალუტებს, ჩინურ იუანთან ლარი თითქმის უცვლელი დარჩა და 10 იუანის ღირებულება 3.86 ლარი. იაპონურ იენთან კი ლარი 4%-ით გამყარდა, შედეგად 100 იაპონური იენის ღირებულება 1.72 ლარი გახდა.

როგორ შეიცვალა ლარის გაცვლითი კურსი ძირითად ვალუტებთან მიმართებით 2025 წელს:

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი პროცენტულად
1 აშშ დოლარი 2.6963 ლარი; 11.75 თეთრი; 4%
1 ევრო 3.1646 ლარი; -23.54 თეთრი; -7%
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6219 ლარი; -9.4 თეთრი; -3%
1 თურქული ლირა 0.0628 ლარი; 1.68 თეთრი; 27%
100 რუსული რუბლი 3.3149 ლარი; -73.11 თეთრი; -22%
1000 სომხური დრამი 7.0667 ლარი; 4.08 თეთრი; 1%
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5860 ლარი; 7.11 თეთრი; 4%
10 ჩინური იუანი 3.8582 ლარი; -0.33 თეთრი; -0.1%
100 იაპონური იენი 1.7213 ლარი; 7.29 თეთრი; 4%
10 უკრაინული გრივნა 0.6363 ლარი. 3.3 თეთრი. 5%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები