მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი 4 თეთრით გამყარდა

5d4435e6b5832
BM.GE
02.08.19 17:05
1105
2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა და 2.8870 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9296 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 4.26 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც, რომლის კურსი 3.2037 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2328 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.91 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა თურქული ლირის მიმართაც, რომელიც 0.5161 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტის მიმართ და 3.4941 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 აგვისტოდან შევა ძალაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები