მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლარი არის, ასე ვთქვათ თინეიჯერი"-ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

5d4046f8b378d
BM.GE
30.07.19 17:30
3254
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე ლარის კურსზე საუბრისას აცხადებს, რომ რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზი არ იძლევა განგაშის ზარების შემორტყმის აუცილებლობას. მას მთავრობის და ეროვნული ბანკის კომპეტენციაში ეჭვი არ შეაქვს და ამბობს, რომ ამ ნაწილში ყველა მხარე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იმ ფაქტორებს ასახელებს, რაც ლარის კურსზე ახდენს გავლენას.

„ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

იყო რა თქმა უნდა მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები,ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა ეს აისახება ლარზე.

მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა. ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება“-აცხადებს bm.ge-თან ნიკოლოზ ალავიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები