მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი ბოლო 10 დღეში მსოფლიოში ყველაზე სწრაფად, 8.67%-ით გამყარდა

5e883dd52a3ef
შოთა ტყეშელაშვილი
04.04.20 12:10
8883

დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.1576 ლარს შეადგენს, რაც 10 დღის წინ, არსებულ კურსთან შედარებით მთელი 8.67%-ით ნაკლებია.

მარტის მეორე ნახევარში ქვეყანაში და გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით განსაკუთრებულად მაღალი ტემპით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 3.48-საც კი გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ კურსმა გაუფასურება შეწყვიტა და ასეთივე მაღალი ტემპით გამყარდა.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ამავე პერიოდში რუსული რუბლის გამყარება - 3%, უკრაინული გრივნას გამყარება კი 1.73% იყო. თურქული ლირა 4.23%-ით გაუფასურდა, სომხური დრამის გაუფასურებამ კი, 1.53% შეადგინა. 


ბოლო 10 დღის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებით მსოფლიოს ვალუტების გაცვლითი კურსის ცვლილება ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები