მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლარის და ევროს მიმართ გამყარდა

5b7428683b5d3
თელარა გელანტია
15.08.18 17:17
1577
15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6074 ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6343 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.69 თეთრი შეადგინა.

5 თეთრით გამყარდა ლარი ევროს მიმართაც 2.9495 ლარამდე. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0047 ლარს შეადგენდა.

ხვალიდან თურქული ლირას ღირებულება იქნება 0.4224 ლარი, ხოლო ფუნტი 3.3124 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 აგვისტოდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები