6 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი დოლარი 2.9321 ლარი, ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 3.75 თეთრით მეტია.
ლარი დღესვე 5.2 თეთრით ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, შედეგად, მისი ღირებულება 3.284 -მდე გაიზარდა.
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კურსთან დაკავშირებით გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების საპასუხო განცხადება გააკეთა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სებ-ი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია.
"ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში.
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია, კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის - ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა.
ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია", - ნთქვამია განცხადებაში.

























