მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 1 თეთრით

5e74bffbd7aab
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.20 17:01
902
20 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარი 3.1880 ლარი ღირს. 

ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, კურსის ცვლილებამ 1.2 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევრო 3.4230 ლარი ღირს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $40 მილიონი გაყიდა. შედეგად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გამყარდა. 

სავალუტო ინტერვენცია განხორციელდა 13 მარტსაც, მაშინ სებ-ის მიერ ბაზარზე $20 მილიონი იქნა გამოტანილი. 

ეროვნული ვალუტის უკანასკნელი გაუფასურება კორონავირუსისა და ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეულ ეკონომიკურ შოკს უკავშირდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები