მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან 4 თეთრით, ევროსთან 8 თეთრით გამყარდა

5d42e4fc5d0be
შოთა ტყეშელაშვილი
01.08.19 17:12
1773
პირველი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა. განახლებული კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9296 ლარი ღირს. ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.2328 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 8 თეთრით ნაკლებია. ეს ევროსთან მიმართებით ლარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთდღიანი გამყარებაა. 

სებ-მა დღეს სავალუტო ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა $32.8 მილიონი დოლარი შეისყიდა. ტრანზაქცია 2.9283-ის კურსში შედგა.

"2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283  შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები