მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ლარი
26.06.24 17:04
7678
სტატიაში საუბარია:

26 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 1.36 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.01 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0151 ლარი გახდა.

2.52 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5733 ლარი გახდა.

ლარი ლირასთან მიმართებითაც გამყარდა და თურქული ლირას კურსმა 8.57 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები