გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გამყარებამ 1.14 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.7127 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 2.52 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.14 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 6.6-თეთრიანი გამყარება დადგა (კურსი 3.56 ლარი). ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.
ჯერჯერობით ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრების უმეტესობა გასაჯაროებული არაა, თუმცა ცნობილია რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვები 200 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, ჯერჯერობით ცნობილია სექტემბრის მაჩვენებლები - ექსპორტი წლიურად 87 მილიონი დოლარით, ანუ 14%-ით გაიზარდა და მან 701 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, სექტემბერში საქართველოში 1.44 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც წლიურად 4 მილიონი დოლარით, ანუ 0.3%-ით არის შემცირებული.
სექტემბერში საქართველოში სულ 318 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც 12.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. წლიური ზრდა თანხაში 34.4 მილიონ დოლარს შეადგენს.
ოქტომბრის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც კურსზე ახდენენ გავლენას ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება.
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.7127 ლარი; | 1.14 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1386 ლარი; | 2.52 თეთრი; |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5623 ლარი; | 6.57 თეთრი; |
| 1 თურქული ლირა | 0.0645 ლარი; | 0.04 თეთრი; |
| 100 რუსული რუბლი | 3.3552 ლარი; | 0.56 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.0902 ლარი; | 3.63 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5955 ლარი; | 0.69 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.8134 ლარი; | 1.14 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.7598 ლარი; | 2.12 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6477 ლარი; | 0.07 თეთრი. |




























