მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის სავალუტო შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გამყარებამ 0.52 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 1.14 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.13 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 1.3-თეთრიანი გამყარება დადგა (კურსი 3.55 ლარი). ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.

ჯერჯერობით ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრების უმეტესობა გასაჯაროებული არაა, თუმცა ცნობილია რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვები 175 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ სექტემბრის მაჩვენებლები - ექსპორტი წლიურად 87 მილიონი დოლარით, ანუ 14%-ით გაიზარდა და მან 701 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, სექტემბერში საქართველოში 1.44 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც წლიურად 4 მილიონი დოლარით, ანუ 0.3%-ით არის შემცირებული. სექტემბერში საქართველოში სულ 318 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც 12.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. წლიური ზრდა თანხაში 34.4 მილიონ დოლარს შეადგენს.

ოქტომბრის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც კურსზე ახდენენ გავლენას ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.7075 0.52
1 ევრო 3.1272 1.14
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5493 1.3
1 თურქული ლირა 0.0641 0.04
100 რუსული რუბლი 3.3424 1.28
1000 სომხური დრამი 7.0784 1.18
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5923 0.32
10 ჩინური იუანი 3.8019 1.15
100 იაპონური იენი 1.7656 -0.58
10 უკრაინული გრივნა 0.6441 0.36

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები