მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6932 ლარს მიაღწია. დოლარის მსგავსად, ლარი გამყარდა ევროსთან 2.66 თეთრით და კურსი 3.1505 ლარი გახდა. ლარი ასევე გამყარდა გირვანქა სტერლინგთან 1.1 თეთრით და კურსმა 3.6329 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თუმცა გამყარდა აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათგან ჯერჯერობით მხოლოდ ცნობილია ექსპორტის და იმპორტის მონაცემები, კერძოდ მარტში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 24%-ით, 697 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი 4%-ით, 1.59 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ასევე ცნობილია ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რაც მარტში 321 მილიონ დოლარს შეადგენდა (წლიური ზრდა 9.8%).

საქსტატი და ეროვნული ბანკი სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.6932 0.04
1 ევრო 3.1505 2.66
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6329 1.1
1 თურქული ლირა 0.0598 0.02
100 რუსული რუბლი 3.5713 -3.24
1000 სომხური დრამი 7.2398 -5.03
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5842 0.06
10 ჩინური იუანი 3.9397 0.82
100 იაპონური იენი 1.6864 0.63
10 უკრაინული გრივნა 0.6115 0.16

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები