მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

თაღლითობა

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6638 ლარს მიაღწია. ლარი ასევე გამყარდა ევროსთან 0.67 თეთრით და კურსი 3.1012 ლარი გახდა.

თუმცა, ლარი გამყარდა გირვანქა სტერლინგთან 0.97თეთრით და კურსმა 3.59 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, როგორიცაა ექსპორტი, იმპორტი, ფულადი გზავნილები და სხვა მათგან მაისის მდგომარეობით ჯერჯერობით არცერთი პარამეტრი არაა ცნობილი, მათ სებ-ი და საქსტატი მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.

ლარის გაცვლითი კურსი - გასული კვირის შედეგები

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.6638 0.55
1 ევრო 3.1012 0.67
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.59 -0.97
1 თურქული ლირა 0.0578 0.04
100 რუსული რუბლი 3.6306 13.49
1000 სომხური დრამი 7.2239 2.47
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5672 0.3
10 ჩინური იუანი 3.9367 0.77
100 იაპონური იენი 1.6657 1.03
10 უკრაინული გრივნა 0.6004 0.23

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები