მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი ფული

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.61 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6577 ლარს მიაღწია. ლარი ასევე გამყარდა ევროსთან 2.44 თეთრით და კურსი 3.0768 ლარი გახდა.

თუმცა, ლარი გამყარდა გირვანქა სტერლინგთან 2.42 თეთრით და კურსმა 3.5658 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან, თუმცა გაუფასურდა რუსულ რუბლთან.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, როგორიცაა ექსპორტი, იმპორტი, ფულადი გზავნილები და სხვა მათგან მაისის მდგომარეობით ჯერჯერობით არცერთი პარამეტრი არაა ცნობილი, მათ სებ-ი და საქსტატი მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.6577 0.61
1 ევრო 3.0768 2.44
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5658 2.42
1 თურქული ლირა 0.0574 0.04
100 რუსული რუბლი 3.6692 -3.86
1000 სომხური დრამი 7.2097 1.42
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5636 0.36
10 ჩინური იუანი 3.9299 0.68
100 იაპონური იენი 1.66 0.57
10 უკრაინული გრივნა 0.593 0.74

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები