მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.44 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6327 ლარს მიაღწია. ასევე ლარი გამყარდა ევროსთან 0.47 თეთრით და კურსი 3.01 ლარი გახდა.

ლარი გამყარდა გირვანქა სტერლინგთან 0.28 თეთრით და კურსმა 3.5362 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა რუსულ რუბლთან ასევე აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან კი გაუფასურდა.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ცნობილია საგარეო ვაჭრობის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ექსპორტი ივნისში წლიურად 20%-ით, 771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ კი 7% შეადგინა და 1.6 მილიარდი დოლარი იყო.

ასევე ცნობილი გახდა ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა, ივნისში უცხოეთიდან საქართველოში 348 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ჯერჯერობით სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.6327 0.44
1 ევრო 3.01 0.47
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5362 0.28
1 თურქული ლირა 0.0558 0.03
100 რუსული რუბლი 3.3603 8.46
1000 სომხური დრამი 7.1857 -0.99
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5489 0.26
10 ჩინური იუანი 3.8826 0.93
100 იაპონური იენი 1.6211 0.9
10 უკრაინული გრივნა 0.5894 0.34

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები