მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ევრო დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.34 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6005 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა 1.03 თეთრით გამყარდა ევროსთან და 1 ევროს ღირებულებამ 2.9154 ლარი შეადგინა. ლარი გირვანქა სტერლინგთან 0.23 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.4415 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამსა და აზერბაიჯანულ მანათთან, თუმცა გაუფასურდა უკრაინულ გრივნასთან, ჩინურ იუანსა და იაპონურ იენასთან.

ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა სექტემბრის თვის მთავარი მაკროეკონომიკური პარამეტრები, როგორიცაა ფულადი გზავნილები, ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები და სხვა სტატისტიკური მონაცემები, მათ საქსტატი და ეროვნული ბანკი მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებენ.

ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი)
1 აშშ დოლარი 2.6005 0.34
1 ევრო 2.9154 1.03
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.4415 -0.23
1 თურქული ლირა 0.0527 0.03
100 რუსული რუბლი 3.0545 6.64
1000 სომხური დრამი 7.172 0.42
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5298 0.22
10 უკრაინული გრივნა 0.579 -0.03
10 ჩინური იუანი 3.8855 -0.28
100 იაპონური იენი 1.6424 0.94

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები