მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.5934 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 4.41 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8649 ლარი შეადგინა. ლარი გირვანქა სტერლინგთან მიმართებით 4.62 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც კურსმა 3.4287 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ჩინურ იუანსა და იაპონურ იენთან, ხოლო გაუფასურდა სომხურ დრამთან.

ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ცნობილია საგარეო ვაჭრობის შედეგები, ოქტომბერში ექსპორტი 722 მილიონ დოლარს შეადგენდა (ზრდა 5%), იმპორტი კი 1.73 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 11%). ხოლო სხვა პარამეტრების, მათ შორის ფულადი გზავნილების, საინვესტიციო ნაკადების, ტურიზმის შემოსავლების და სხვა პარამეტრების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ ცნობილი არაა.

ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი)
1 აშშ დოლარი 2.5934 0.37
1 ევრო 2.8649 4.41
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.4287 4.62
1 თურქული ლირა 0.0515 0.07
100 რუსული რუბლი 3.154 6.97
1000 სომხური დრამი 7.1947 -0.67
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5258 0.19
10 უკრაინული გრივნა 0.5708 0.31
10 ჩინური იუანი 3.8869 0.7
100 იაპონური იენი 1.6214 3.53

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები