მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.15 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.5911 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.17 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8406 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.48 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც კურსმა 3.4016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან და ჩინურ იუანთან მიმართებით, ხოლო გაუფასურდა რუსულ რუბლთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასა და იაპონურ იენთან.

ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ცნობილია საგარეო ვაჭრობის შედეგები, ოქტომბერში ექსპორტი 722 მილიონ დოლარს შეადგენდა (ზრდა 5%), იმპორტი კი 1.73 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 11%). ასევე ცნობილია ფულადი გზავნილები, რომლებიც ოქტომბერში 9.5%-ით, 288 მილიონ დოლარამდე შემცირდა. საქსტატი და ეროვნული ბანკი სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს შემდგომ კვირებში გამოაქვეყნებენ.

ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი)
1 აშშ დოლარი 2.5911 0.15
1 ევრო 2.8406 0.17
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.4016 -0.48
1 თურქული ლირა 0.0510 0.03
100 რუსული რუბლი 3.1493 0.49
1000 სომხური დრამი 7.1875 -0.04
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5237 0.05
10 უკრაინული გრივნა 0.5754 0.08
10 ჩინური იუანი 3.8933 -1.07
100 იაპონური იენი 1.62 0.72

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები