გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.21 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.5992 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.26 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9116 ლარი შეადგინა. ლარი გირვანქა სტერლინგთან მიმართებით 1.53 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც კურსმა 3.4902 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, უკრაინულ გრივნასთან და იაპონურ იენთან, ხოლო გაუფასურდა რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათთან და ჩინურ იუანთან.
ჯერჯერობით ოქტომბრის თვის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ხელმისაწვდომი არაა. საქსტატი და ეროვნული ბანკი მომავალ კვირებში გამოაქვეყნებენ ინფორმაციას ოქტომბრის ექსპორტის; იმპორტის; ასევე ფულადი გზავნილების და სხვა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების შესახებ.
| ვალუტა | გაცვლითი კურსი | ცვლილება (თეთრი) |
| 1 აშშ დოლარი | 2.5992 | -0.21 |
| 1 ევრო | 2.9116 | -0.26 |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.4902 | -1.53 |
| 1 თურქული ლირა | 0.052 | 0.02 |
| 100 რუსული რუბლი | 3.2307 | -0.7 |
| 1000 სომხური დრამი | 7.21 | -2.2 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5292 | -0.15 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.573 | 0.09 |
| 10 ჩინური იუანი | 3.9064 | -1.25 |
| 100 იაპონური იენი | 1.6521 | 0.46 |
























