14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6091 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.04 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.35თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0112 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.50 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5189 ლარი გახდა.
























