13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5934 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.44 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8649 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.44 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4287 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.15 თეთრი შეადგინა.























