გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.02 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7268 ლარს შეადგენს, ევროსთან კი ლარი კვირის განმავლობაში 0.16 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1435 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 0.27 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6795 ლარი გახდა.
არსებული მდგომარეობით, უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ცნობილია, მაისის შედეგებს ასახავს. კერძოდ, გამოქვეყნებულია მაისის თვის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები. გასულ თვეში ექსპორტმა 580 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.8%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა კი 1.3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 5%-ით არის შემცირებული.
ვალუტა | გაცვლითი კურსი ლარებში | გამყარება/გაუფასურება თეთრებში |
1 დოლარი | 2.7268 | 0.02 |
1 ევრო | 3.1435 | 0.16 |
1 გირვანქა სტერლინგი | 3.6795 | 0.27 |
1 ლირა | 0.0689 | 0.006 |
100 რუსული რუბლი | 3.4745 | -0.17 |
1000 სომხური დრამი | 7.1010 | 0.069 |
1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6034 | 0.022 |
10 უკრაინული გრივნა | 0.6512 | 0.054 |
100 იაპონური იენი | 1.8755 | 0.19 |
10 ჩინური იუანი | 3.7975 | 0.031 |