მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის სავალუტო შედეგები

დოლარი ვალუტები

გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.31 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7160 ლარია. ევროსთან კი ლარი კვირის განმავლობაში 2.67 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1753 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 3.38 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6772 ლარი გახდა.

არსებული მდგომარეობით, ივნისის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები - ექსპორტი, იმპორტი, ფულადი გზავნილები, FDI და სხვა პარამეტრები ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად, ივლისის მეორე და მესამე სამუშაო კვირაში გახდება ცნობილი. თუმცა, ცნობილია სავალუტო რეზერვების ცვლილება, რაც 103 მილიონი დოლარით, 4.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ცნობილია, ჯერჯერობით მხოლოდ მაისის შედეგებს ასახავს. კერძოდ, გამოქვეყნებულია მაისის თვის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები. გასულ ექსპორტმა 580 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.8%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა კი 1.3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 5%-ით არის შემცირებული. ამავე თვეში ფულადი გზავნილები 11.6%-ით გაიზარდა და მან 317 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასული კვირის სავალუტო ცვლილება:

ვალუტა გაცვლითი კურსი ლარებში გამყარება/გაუფასურება თეთრებში
1 დოლარი 2.7160 ლარი; 0.31 თეთრი;
1 ევრო 3.1753 ლარი; 2.67 თეთრი;
1 გირვანქა სტერლინგი 3.6772 ლარი; 3.38 თეთრი;
1 ლირა 0.0676 ლარი; 0.07 თეთრი;
100 რუსული რუბლი 3.4793 ლარი; -3.3 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.0637 ლარი; 1.84 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5973 ლარი; 0.16 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6499 ლარი; 0.15 თეთრი;
100 იაპონური იენი 1.8501 ლარი; 3.33 თეთრი;
10 ჩინური იუანი 3.7891 ლარი; 0.73 თეთრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები