მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი ფული

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.44 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6371 ლარს მიაღწია. ასევე ლარი გამყარდა ევროსთან 0.9 თეთრით და კურსი 3.0147 ლარი გახდა.

ლარი გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან 1.1 თეთრით და კურსმა 3.5390 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან და სომხურ დრამთან, თუმცა გამყარდა აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ცნობილია საგარეო ვაჭრობის მაისის თვის შედეგები, რომლის მიხედვითაც მაისში საქართველოს ექსპორტი 15%-ით გაიზარდა და 668.5 მილიონი დოლარი შეადგინა, ასევე პერიოდის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 1.56 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ასევე ცნობილია მაისის ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მაისში საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 7%-ით, 340 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ივნისის მაკროეკონომიკური სტატისტიკა კი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.6371 0.44
1 ევრო 3.0147 0.9
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.539 -1.1
1 თურქული ლირა 0.0561 0.03
100 რუსული რუბლი 3.4449 -2.35
1000 სომხური დრამი 7.1758 -0.25
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5515 0.26
10 ჩინური იუანი 3.8919 0.15
100 იაპონური იენი 1.6301 0.94
10 უკრაინული გრივნა 0.5928 -0.05

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები