მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი ევრო

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6071 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ასევე 3.36 თეთრით გამყარდა ევროსთან და 1 ევროს ღირებულებამ 3.9911 ლარი შეადგინა.

ლარი გირვანქა სტერლინგთან 4.24 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.4815 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათთან და უკრაინულ გრივნასთან, ხოლო რუსულ რუბლთან გაუფასურდა.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც აგვისტოში საქართველოს ექსპორტი $752 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 149 მილიონი დოლარით, ანუ 24.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი კი 1.55 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ის 295 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 8%-ით არის შემცირებული. კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 87%-იან ვარდნას უკავშირდება, რადგანაც რუსეთიდან გზავნილების მთავარმა სისტემამ Zolotaya Korona-მ აგვისტოში საქართველოში ოპერირება სრულად შეწყვიტა.

ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი)
1 აშშ დოლარი 2.6071 0.24
1 ევრო 2.9911 3.36
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.4815 4.24
1 თურქული ლირა 0.0534 0.03
100 რუსული რუბლი 3.0972 -0.49
1000 სომხური დრამი 7.1697 0.71
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5339 0.14
10 უკრაინული გრივნა 0.5834 0.25
10 ჩინური იუანი 3.8933 -0.34
100 იაპონური იენი 1.6507 4.27

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები