4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6806 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.57 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8154 ლარი გახდა.
1.61 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.250 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 9.72 თეთრი ლარი შეადგინა.