მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

6411c2e6c6101
BM.GE
10.10.23 17:04
10026

10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.18 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6793 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.15 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8393 ლარი გახდა.

4.04 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2867 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.66 თეთრი ლარი შეადგინა.