11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.67 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6960 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.93 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8586 ლარი გახდა.
2.59 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3126 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 9.72 თეთრი ლარი შეადგინა.