19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6960 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.23 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8445 ლარი გახდა.
1.27 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2662 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 9.63 თეთრი ლარი შეადგინა.