21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.69 თეთრით გაუფასურდა და შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7064 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.93 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0106 ლარი გახდა.
1.82 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5289 ლარი გახდა.
უცვლელია ლარის კურსი თურქულ ლირასთან მიმართებით და ერთი ლირას ღირებულება 7.98 თეთრს შეადგენს.