მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ვალუტის კურსი
09.03.26 17:03
1045

9 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით მცირედ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7470 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 1.08 თეთრით გაუფასურდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.78 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1755 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.77 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6642 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 6.23 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები