30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.33 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.82 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9116 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 3.17 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4902 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.20 თეთრი შეადგინა.
























