გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გაუფასურებამ 0.10 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.7085 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 1.9 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.14 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 1.1-თეთრიანი გაუფასურება დადგა (კურსი 3.56 ლარი). ლარი ასევე გაუფასურდა სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.
ჯერჯერობით ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრების უმეტესობა გასაჯაროებული არაა, თუმცა ცნობილია, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვები 175 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ექსპორტმა 684.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით, ანუ 2.9 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში იმპორტი 3%-ით, ანუ 45.9 მილიონი დოლარით შემცირდა და 1.46 მილიარდი დოლარი შეადგინა.
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.7085 | -0.1 |
| 1 ევრო | 3.1462 | -1.9 |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5606 | -1.13 |
| 1 თურქული ლირა | 0.064 | 0.01 |
| 100 რუსული რუბლი | 3.3432 | -0.08 |
| 1000 სომხური დრამი | 7.0879 | -0.95 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.593 | -0.07 |
| 10 ჩინური იუანი | 3.815 | -1.31 |
| 100 იაპონური იენი | 1.7509 | 1.47 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6438 | 0.03 |
























