გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით გაუფასურდა 4.22 თეთრით, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.8834 ლარი გახდა. ამასთან ლარი 9.71 თეთრით გაუფასურდა ევროსთან, რამაც 3.0247 ლარი შეადგინა, გირვანქა სტერლინგთან კი გაუფასურება 11.63 თეთრი იყო, შედეგად კურსმა 3.5846 ლარი შეადგინა.
ჯერჯერობით იანვრის მაკროეკონომიკური პარამეტრები უცნობია, ასევე ნაწილობრივ არის ცნობილი დეკემბრის მაჩვენებლები. მათ შორის საქსტატის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს ექსპორტი 7%-ით, 549 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, წლიურად 8%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები, რაც გასულ თვეში 285 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯერჯერობით სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები უცნობია.
როგორ შეიცვალა ლარის გაცვლითი კურსი გასულ კვირაში:
ვალუტა | ლარი | ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში) |
1 აშშ დოლარი | 2.8834 | -4.22 |
1 ევრო | 3.0247 | -9.71 |
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5846 | -11.63 |
1 თურქული ლირა | 0.0808 | -0.09 |
100 რუსული რუბლი | 2.9464 | -17.17 |
1000 სომხური დრამი | 7.2311 | -8.34 |
1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6957 | -2.51 |
10 ჩინური იუანი | 3.9809 | -10.56 |
100 იაპონური იენი | 1.8494 | -2.41 |
10 უკრაინული გრივნა | 0.6878 | -1.43 |