გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი ფაქტობრივად ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან კურსის ცვლილებამ 1.21 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. ასევე ევროსთან ლარი 5.8 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.14 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 6-თეთრიანი გამყარება დადგა (კურსი 3.60 ლარი); ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან, ასევე აზიურ ვალუტებთან - იაპონურ იენთან და ჩინურ იუანთან, თუმცა გაუფასურდა რუბლთან.
ჯერჯერობით გამყარების მაკროეკონომიკური მიზეზების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. ამ დროისთვის ცნობილია სექტემბრის რამდენიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი, კერძოდ ის, რომ სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 224 მილიონი დოლარით, 5.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ძირითადად ოქროს ფასის ზრდით და სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვით იყო განპირობებული.
ჯერჯერობით გასული თვის საგარეო ვაჭრობის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ლარის კურსზე მოქმედი სხვა ფაქტორების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა.
გასული კვირის სავალუტო შედეგები:
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.7117 ლარი; | 1.21 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1385 ლარი; | 5.82 თეთრი; |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.6014 ლარი; | 6.35 თეთრი; |
| 1 თურქული ლირა | 0.0648 ლარი; | 0.05 თეთრი; |
| 100 რუსული რუბლი | 3.3416 ლარი; | -2.64 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.0820 ლარი; | 2.05 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5951 ლარი; | 0.71 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.8071 ლარი; | 1.77 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.7755 ლარი; | 7.33 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6510 ლარი; | 0.91 თეთრი; |



























