მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან; ევროსთან; ფუნტთან; რუბლთან და სხვა ვალუტებთან გამყარდა - კვირის შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი ფაქტობრივად ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან კურსის ცვლილებამ 3 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.7077 ლარი გახდა. ასევე ევროსთან ლარი 6 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.16 ლარს გადააჭარბა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 8-თეთრიანი გამყარება დადგა (კურსი 3.61 ლარი); ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან, ასევე აზიურ ვალუტებთან - იაპონურ იენთან და ჩინურ იუანთან.

ჯერჯერობით გამყარების მაკროეკონომიკური მიზეზების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. ამ დროისთვის ცნობილია გასული თვის რამდენიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი, კერძოდ აგვისტოში ექსპორტი 603 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ასევე ცნობილია ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომელიც აგვისტოში 321 მილიონ დოლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 10.7%-ით არის გაზრდილი.

სხვა ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ლარზე პირდაპირ გავლენას ახდენს ჯერჯერობით უცნობია.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.7077 ლარი; 3.28 თეთრი;
1 ევრო 3.1593 ლარი; 6.41 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6151 ლარი; 8.59 თეთრი;
100 რუსული რუბლი 3.2376 ლარი; 4.08 თეთრი;
1 თურქული ლირა 0.0651 ლარი; 0.11 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.0605 ლარი; 9.30 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5922 ლარი; 1.93 თეთრი;
10 ჩინური იუანი 3.7944 ლარი; 5.81 თეთრი;
100 იაპონური იენი 1.8065 ლარი; 4.56 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6529 ლარი; 1.06 თეთრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები