მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან; ევროსთან; ფუნტთან; რუბლთან და სხვა ვალუტებთან გაუფასურდა - კვირის შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი ფაქტობრივად ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. აშშ დოლართან კურსის ცვლილებამ 1.61 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.7238 ლარი გახდა. ასევე ევროსთან ლარი 3.74 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.19 ლარს გადააჭარბა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 5-თეთრიანი გაუფასურება დადგა (კურსი 3.66 ლარი); ლარი ასევე გაუფასურდა თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან, ასევე აზიურ ვალუტებთან - იაპონურ იენთან და ჩინურ იუანთან.

ჯერჯერობით გამყარების მაკროეკონომიკური მიზეზების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. ამ დროისთვის ცნობილია აგვისტოს თვის რამდენიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი, კერძოდ აგვისტოში ექსპორტი 603 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ასევე ცნობილია ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომელიც აგვისტოში 321 მილიონ დოლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 10.7%-ით არის გაზრდილი.

სხვა ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ლარზე პირდაპირ გავლენას ახდენს ჯერჯერობით უცნობია.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.7238 ლარი; -1.61 თეთრი;
1 ევრო 3.1967 ლარი; -3.74 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6649 ლარი; -4.98 თეთრი;
100 რუსული რუბლი 3.3152 ლარი; -7.76 თეთრი;
1 თურქული ლირა 0.0653 ლარი; -0.02 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.1025 ლარი; -4.2 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6022 ლარი; -1 თეთრი;
10 ჩინური იუანი 3.8248 ლარი; -3.04 თეთრი;
100 იაპონური იენი 1.8488 ლარი; -4.23 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6601 ლარი; -0.72 თეთრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები