მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

6411c2e6c6101
BM.GE
20.10.23 17:02
10045

20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.02 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6958 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.95 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8540 ლარი გახდა.

0.27 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2689 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.62 თეთრი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები