გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.86 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.6964 ლარია. ევროსთან კი ლარი კვირის განმავლობაში 4.95 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1367 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 6.17 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6223 ლარი გახდა.
ივლისის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც გაცვლით კურსზე მოქმედებენ ჯერჯერობით ცნობილი არაა. ამჟამად გამოქვეყნებულია სავალუტო რეზერვების სტატისტიკა, რომელიც გასულ თვეში 331 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
არსებული მდგომარეობით, ცნობილია ივნისის უფრო მეტი მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც მათ შორის გაცვლითი კურსის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ივნისში ექსპორტი წლიურად 10%-ით, 640 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1%-ით, 1.37 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ფულადი გზავნილების მოცულობა კი 12%-ით, 315 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
გასული კვირის სავალუტო შედეგები:
| ვალუტა | გაცვლითი კურსი ლარებში | გამყარება/გაუფასურება თეთრებში |
| 1 დოლარი | 2.6964 ლარი; | 0.86 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1367 ლარი; | -4.95 თეთრი; |
| 1 გირვანქა სტერლინგი | 3.6223 ლარი; | -6.17 თეთრი; |
| 1 ლირა | 0.0663 ლარი; | 0.02 თეთრი; |
| 100 რუსული რუბლი | 3.3786 ლარი; | -1.05 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.0195 ლარი; | 2.59 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5861 ლარი; | 0.45 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6517 ლარი; | -0.45 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.8241 ლარი; | -2.5 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.7534 ლარი; | -0.28 თეთრი; |




























