მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის სავალუტო შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი ფაქტობრივად ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან კურსის ცვლილებამ 0.38 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.7079 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 3 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.16 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 4-თეთრიანი გამყარება დადგა (კურსი 3.64 ლარი). თუმცა, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.

ჯერჯერობით ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ცნობილია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები - გასული თვის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი წლიურად 87 მილიონი დოლარით, ანუ 14%-ით გაიზარდა და მან 701 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, სექტემბერში საქართველოში 1.44 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც წლიურად 4 მილიონი დოლარით, ანუ 0.3%-ით არის შემცირებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში საქართველოში სულ 318 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც 12.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. წლიური ზრდა თანხაში 34.4 მილიონ დოლარს შეადგენს.

ასევე ცნობილია, რომ სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 224 მილიონი დოლარით, 5.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ძირითადად ოქროს ფასის ზრდით და სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვით იყო განპირობებული.

გასული კვირის სავალუტო შედეგები:

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.7079 0.38
1 ევრო 3.168 -2.95
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6389 -3.75
1 თურქული ლირა 0.0645 0.03
100 რუსული რუბლი 3.3354 0.62
1000 სომხური დრამი 7.0813 0.07
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5923 0.28
10 ჩინური იუანი 3.7999 0.72
100 იაპონური იენი 1.8077 -3.22
10 უკრაინული გრივნა 0.6491 0.19

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები