გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.7231 ლარს მიაღწია, თუმცა ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ლარი გაუფასურდა. ევროსთან ცვლილებამ 2.1 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.1471 ლარი გახდა, ხოლო გირვანქა სტერლინგთან გაუფასურება 2.51 თეთრი იყო, შედეგად კურსი 3.6424-მდე გაიზარდა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, ასევე რუსულ რუბლთან სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.
არსებული მდგომარეობით, გასული თვის ეკონომიკური პარამეტრებიდან ცნობილია საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში, რომლის მიხედვითაც თებერვალში ექსპორტი 27%-ით $546 მილიონამდე გაიზარდა, იმპორტი კი 8%-ით $1.3 მილიარდამდე.
ასევე ცნობილია სავალუტო რეზერვების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, გასულ თვეში რეზერვები 356 მილიონი დოლარით, 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, უფრო მეტ სტატისტიკურ ინფორმაციას საქსტატი და ეროვნული ბანკი მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.7231 | 0.59 |
| 1 ევრო | 3.1471 | -2.1 |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.6424 | -2.51 |
| 1 თურქული ლირა | 0.0615 | 0.03 |
| 100 რუსული რუბლი | 3.2463 | 13.54 |
| 1000 სომხური დრამი | 7.2049 | 2.04 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6019 | 0.34 |
| 10 ჩინური იუანი | 3.9521 | 0.5 |
| 100 იაპონური იენი | 1.7154 | -0.38 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6204 | -0.21 |



























