მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.47 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6415 ლარს მიაღწია. თუმცა ლარი გაუფასურდა ევროსთან 0.6 თეთრით და კურსი 3.0237 ლარი გახდა.

ლარი გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან 3 თეთრით და კურსმა 3.5280 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან, მაგრამ გამყარდა აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ცნობილი გახდა საგარეო ვაჭრობის მაისის თვის შედეგები, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში საქართველოს ექსპორტი 15%-ით გაიზარდა და 668.5 მილიონი დოლარი შეადგინა, ასევე პერიოდის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 1.56 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ასევე გამოქვეყნდა ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მაისში საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 7%-ით, 340 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.6415 0.47
1 ევრო 3.0237 -0.6
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.528 -3
1 თურქული ლირა 0.0564 0.04
100 რუსული რუბლი 3.4214 -1.62
1000 სომხური დრამი 7.1733 2.23
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5541 0.25
10 ჩინური იუანი 3.8934 -0.19
100 იაპონური იენი 1.6395 -0.22
10 უკრაინული გრივნა 0.5923 -0.28

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები