გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.49 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.621 ლარს მიაღწია. თუმცა ლარი გაუფასურდა ევროსთან 0.6 თეთრით და კურსი 3.021 ლარი გახდა.
ლარი გამყარდა გირვანქა სტერლინგთან 0.92 თეთრით და კურსმა 3.5216 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა რუსულ რუბლთან ასევე აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან კი გაუფასურდა.
რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ჯერჯერობით არც საგარეო ვაჭრობის; არც ფულადი გზავნილების და სხვა პარამეტრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა. დღეს ცნობილი გახდა სავალუტო რეზერვების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში რეზერვები 404 მილიონი დოლარით, 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.621 | 0.49 |
| 1 ევრო | 3.0212 | -0.06 |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5216 | 0.92 |
| 1 თურქული ლირა | 0.0549 | 0.04 |
| 100 რუსული რუბლი | 3.2024 | 9.86 |
| 1000 სომხური დრამი | 7.1612 | -0.13 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.542 | 0.27 |
| 10 ჩინური იუანი | 3.8824 | 0.72 |
| 100 იაპონური იენი | 1.6558 | -1.45 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.5852 | 0.29 |



























