გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.32 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7086 ლარია. ევროსთან კი ლარი კვირის განმავლობაში 2.15 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1783 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 0.10 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6450 ლარი გახდა.
არსებული მდგომარეობით, ცნობილია ივნისის რამდენიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც მათ შორის გაცვლითი კურსის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ივნისში ექსპორტი წლიურად 10%-ით, 640 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი 1%-ით, 1.37 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ფულადი გზავნილების მოცულობა კი 12%-ით, 315 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე ცნობილია, რომ ივნისში საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო სებ-მა კი Bmatch პლატფორმით 266 მილიონი დოლარი შეისყიდა.
გასული კვირის სავალუტო შედეგები:
| ვალუტა | გაცვლითი კურსი ლარებში | გამყარება/გაუფასურება თეთრებში |
| 1 დოლარი | 2.7086 ლარი; | 0.32 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1783 ლარი; | -2.15 თეთრი; |
| 1 გირვანქა სტერლინგი | 3.6450 ლარი; | 0.10 თეთრი; |
| 1 ლირა | 0.0668 ლარი; | 0.04 თეთრი; |
| 100 რუსული რუბლი | 3.4210 ლარი; | 3.24 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.0536 ლარი; | 1.39 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5927 ლარი; | 0.19 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6479 ლარი; | 0.14 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.8326 ლარი; | -0.73 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.7788 ლარი; | -0.06 თეთრი; |




























