26 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6732 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.56 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8325 ლარი გახდა.
0.66 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2581 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 9.81 თეთრი ლარი შეადგინა.