მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

6411c2e6c6101
BM.GE
13.10.23 17:08
10052

13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.6 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8393 ლარი გახდა.

3 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2872 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.71 თეთრი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები