გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გაუფასურებამ 1.62 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.7241 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 0.42 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.16 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 4-თეთრიანი გამყარება დადგა (კურსი 3.63 ლარი). თუმცა, ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.
ჯერჯერობით ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ცნობილია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები - გასული თვის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი წლიურად 87 მილიონი დოლარით, ანუ 14%-ით გაიზარდა და მან 701 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, სექტემბერში საქართველოში 1.44 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც წლიურად 4 მილიონი დოლარით, ანუ 0.3%-ით არის შემცირებული.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში საქართველოში სულ 318 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც 12.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. წლიური ზრდა თანხაში 34.4 მილიონ დოლარს შეადგენს.
ასევე ცნობილია, რომ სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 224 მილიონი დოლარით, 5.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ძირითადად ოქროს ფასის ზრდით და სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვით იყო განპირობებული.
გასული კვირის სავალუტო შედეგები:
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.7241 ლარი; | -1.62 |
| 1 ევრო | 3.1638 ლარი; | 0.42 |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.6280 ლარი; | 1.09 |
| 1 თურქული ლირა | 0.0649 ლარი; | -0.04 |
| 100 რუსული რუბლი | 3.3608 ლარი; | -2.54 |
| 1000 სომხური დრამი | 7.1265 ლარი; | -4.52 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6024 ლარი; | -1.01 |
| 10 ჩინური იუანი | 3.8248 ლარი; | -2.49 |
| 100 იაპონური იენი | 1.7810 ლარი; | 2.67 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6484 ლარი; | 0.07 |




























