გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.01 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6126 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ასევე გაუფასურდა ევროსთან 0.48 თეთრით და 1 ევროს ღირებულებამ 3.0364 ლარი შეადგინა.
ლარი გირვანქა სტერლინგთან 1.11 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.5359 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან, ჩინურ იუანთან და იაპონურ იენთან, ხოლო გაუფასურდა რუსულ რუბლთან და უკრაინულ გრივნასთან. აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებით ლარის კურსი არ შეცვლილა.
ჯერჯერობით უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ლარის გაცვლით კურსზე ახდენენ გავლენას აგვისტოს მდგომარეობით გამოქვეყნებული არაა. მათ საქსტატი და ეროვნული ბანკი მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებს.
| ვალუტა | გაცვლითი კურსი | ცვლილება (თეთრი) |
| 1 აშშ დოლარი | 2.6126 | -0.01 |
| 1 ევრო | 3.0364 | 0.48 |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5359 | 1.11 |
| 1 თურქული ლირა | 0.0539 | 0.04 |
| 100 რუსული რუბლი | 3.0189 | 3.07 |
| 1000 სომხური დრამი | 7.1798 | -1.46 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.537 | 0 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.5863 | 0.01 |
| 10 ჩინური იუანი | 3.8931 | -0.63 |
| 100 იაპონური იენი | 1.6714 | -3.32 |




























